Latest news
ავტომანქანა ცხენს შეეჯახა - შეჯახების შედეგად მძღოლი დაშვადა მიხალის იკონომუმ და გიორგოს მაკრისმა ქორწინების 1 წლისთავი აღნიშნეს ათენის Pride ფესტივალს კასელაკისი მის პარტნიორთან ერთად დაესწრო მდინარე არახთოდან საოპერაციო პალატამდე - ტრაგიკულად დაღუპული ბიჭების ორგანოების შემოწმების პროცედურა... ხანძრის გამო საჭირო გახდა მატარებლის შუა გზაზე გაჩერება, რომელიც სალონიკი-სერესის რეისს ასრულებდა  ხანძრის გაჩენის მაღალი რისკი საბერძნეთის ტერიტორიაზე პერისტერი: მოტოციკლეტიდან ავტომანქანას ესროლეს ათენის ცენტრში მიმავალი ავტომანქანა 2 ფეხით მოსიარულეს დაეჯახა ხვალ ხანძრის გაჩენის მაღალი რისკია კუნძულ კრეტაზე, სამოსზე, იკარიასა და დოდეკანისაზე კატო კრია ლასითიუ: მეხანძრეებმა ყველა ხანძრის კერის დამორჩილება შეძლეს
ორშაბათი, ივნისი 16, 2025
საბერძნეთისაზოგადოება

დღეს სოციალური ტურიზმის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციისთვის ბოლო დღეა

დღეს სოციალური ტურიზმის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციისთვის ბოლო დღეა

ოთხშაბათს, 7 მაისს გაიხსნა პლატფორმა სოციალური ტურიზმი 2025-2026-ზე განცხადებების მისაღებად. 

პროგრამაში მონაწილეობა ყველას შეუძლია და განცხადებები ΑΦΜ-ის მიხედვით ივსება: 

პროგრამა 2025 წლის 1 ივნისს დაიწყება, 300 000 ვაუჩერს შეეხება და ბიუჯეტი, რომელიც ზემოთ აღნიშნული 300 000 ვაუჩერის ღირებულებას დაფარავს 50 მილიონ ევტოს შეადგენს.

თითოეული ვაუჩერი შეიცავს მფლობელისთვის მინიჭებულ პირად ნომერს, რომლითაც მის მფლობელს შეუძლია 6 ღამე გაატაროს მის მიერ არჩეულ სასტუმროს ნომერში, რომელსაც დასაქმების საჯარო სამსახურის რეესტრის განყოფილებასთან ერთად შეარჩევს. ამ შემთხვევაში ვაუჩერის მფლობელს სიმბოლური გადასახადის გადახდა უწევს.

სრულიად უფასო იქნება 10 ღამის გატარება კუნძულებზე: ლეროს, ლეზვოს, ხიოს, კოს, სამოს და როდოს, ხოლო ევიაზე, ევრუსა და თესალიაშ კი 12 ღამის.

აღნიშნული ვაუჩერები მოქმედებს როგორც ზაფხულის თვეებზე, ასევე საშობაო პერიოდზე 15/12/2025-14/01/2026 და სააღდგომო პერიოდზე 03/04/2026-19/04/2026.

შეგახსენებთ, რომ გარდა საცხოვრებელი სასტუმრობისა ვაუჩერები ფარავენ ასევე გემის ბილეთების საფასურსაც. ვაუჩერის გამოყენების შემთხვევაში მფლობელი მხოლოდ საფასურის 25% იხდის. 

აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნული პროგრამა უპირატესობას ანიჭებს მარტოხელა მშობლებს, შშმ პირებსა და მოქალაქეებს, რომლებსაც დაბალი შემოსავალი აქვთ.

განცხადებები კეთდება ელექტრონული პლატფორმა gov.gr-იდან. დააჭირეთ ბმულს ან გადადით ლინკზე: https://www.gov.gr/ipiresies/ergasia-kai-asphalise/apozemioseis-kai-parokhes/parohoi-tourismou

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *