დღეს ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპული იონას კარუსისი დაკრძალე
დღეს ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპული იონას კარუსისი დაკრძალე
დღეს, 5 ოქტომბერს 12:00 საათზე ისრაელში ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპული იონას კარუსისი დაკრძალეს. მისი ცხედარი ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის ტერიტორიაზე დაიკრძალა სიონის მთაზე.
შეგახსენებთ რომ შეიარაღებული თავდასხმა თელავივში ორმა პალესტინელმა განახორციელა, რომლებმაც ცეცხლი გახსნეს და ასევე დანებით თავს დაესხნენ ადგილობრივ მოსახლეობას საკმაოდ ხალხმრავალ ადგილას. მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელები პოლიციამ და შეიარაღებულმა მოქალაქეებმა მალევე შეაჩერეს მათ მიერ განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას მსხვერპლი მაინც მოჰყვა და სწორედ ერთ-ერთი მათგანი იყო საბერძნეთის მოქალაქე იონას კარუსისიც.
Facebook Comments Box