Latest news
სავარაუდოდ გულმა დაარტყა - განაცხადა 45 წლის კაცის შვილმა, რომელიც ათენის ცენტრში გარდაცვლილი იპოვეს პისპირინგუს ადვოკატი აცხადებს, რომ ჭორები, რომლებიც დაკავებულის მწყობრიდან გამოსვლასთან დაკავშირებით... დაკავებული ციხის ოფიცერს თავს დაესხა და ყელში დაჭრა 25 მარტთან დაკავშირებით საბერძნეთის გზებზე გადაადგილებას საგზაო პოლიცია განსაკუთრებით გააკონტროლებს მომდევნო კვირიდან ტემპერატურა ისევ მოიმატებს ფთიოტიდა: ღორღოპოტამოსის ხიდზე კაცის ცხედარი იპოვეს ოთხშაბათი კვირის ყველაზე ცივ დღედ დასახელდა ათენი-კორინთოს ეროვნულ გზატკეცილზე მიმავალ სატვირთო მანქანას ცეცხლი გაუჩნდა 9 აპრილს საჯარო მოხელეები გაიფიცებიან ორჯერ უვადო პატიმრობა მიესაჯა რულა პისპირინგუს, რომელიც საკუთარი შვილების მკვლელობაში ბრალდებულად სც...
ოთხშაბათი, მარტი 19, 2025
საბერძნეთი

დღეს ყველაზე ცხელი დღე-ატიკის პლაჟები დილის 6:30 საათიდან სავსე იყო

საბერძნეთი ძლიერი სითბური ტალღის “კლეონის” ზღვარზეა და მეტეოროლოგების ცნობით დღეს ყველაზე ცხელი დღეა, როდესაც ტემპერატურა 44 გრადუსს მიაღწევს.

ძლიერი სიცხის გამო მოქალაქეებმა გამთენიიდან მიაშურეს ატიკის პლაჟებს. სანაპიროები დილის 6:30 საათიდან უკვე სავსე იყო.

გვალვის ეპიცენტრში ძირითადად დიდი ურბანული ცენტრებია. მეცნიერთა აზრით, ურბანული უბნების მაცხოვრებლები სიცხის ტალღის ფარგლებში დამატებით ზეწოლას განიცდიან, ვინაიდან ურბანული ცენტრები ქმნიან ეგრეთწოდებული სითბური კუნძულების ეფექტს, როდესაც დღის განმავლობაში მჭიდროდ განთავსებული შენობა- ნაგებობის მიერ შეწოვილი ცხელი ჰაერის მასები ღამის საათებში გამოთავისუფლდება, რაც ინარჩუნებს ძალიან მაღალ ტემპერატურას მზის ჩასვლის შემდეგაც.

პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ თუ ვერცხლისწყალი აჩვენებს 43 გრადუს ცელსიუსს, ასფალტზე ან ცემენტზე ტემპერატურა ორჯერ მეტია. ასევე, თუ მანქანაში ტემპერატურა 44 გრადუსი ცელსიუსია, შეიძლება 50-ს მიაღწიოს, იმისდა მიხედვით, თუ რამდენ ხანს იმყოფება ის მზის ქვეშ.

გუშინ, ათენის ეროვნული ობსერვატორიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით მაქსიმალური ტემპერატურა მერყეობდა ძალიან მაღალ დონეზე და ბევრ რაიონში 40 გრადუსს გადააჭარბა. 168 მეტეოროლოგიურ სადგურზე დაფიქსირდა მაქსიმალური ტემპერატურა 37 გრადუს ცელსიუსზე მეტი, ხოლო 26 მეტეოროლოგიურ სადგურზე მაქსიმალური 40 გრადუს ცელსიუსზე მეტი. აბსოლუტური მაქსიმალური ტემპერატურა დაფიქსირდა ლარისაში- 42 გრადუსი ცელსიუსი, ხოლო თერმომეტრმა 41 გრადუსზე მეტი აჩვენა თებეში, ტრაგანა ფთიოტიდაში და სტილიდაში. ტემპერატურა, რომელიც ადგილობრივად 40 °C-ს აჭარბებდა, აღინიშნა ატიკის რეგიონშც.

დღევანდელი პროგნოზით, ქვეყნის ბევრ რაიონში მაქსიმალური ტემპერატურის მაჩვენებლები საშუალოდ 41-43 გრადუსს მიაღწევს, რის გამოც მაღალი იქნება ტყის ხანძრების გაჩენისა და გავრცელების რისკი.

მეტეოროლოგების ინფორმაციით, მაღალი ტემპერატურა მომავალ კვირასაც შენარჩუნდება. ორშაბათიდან ოთხშაბათის ჩათვლით საგრძნობლად გაძლიერდება ქარის ინტენსივობა და შესაძლოა 8 ბოფორტს მიაღწიოს, შესაბამისად ქარების მაღალი ინტენსივობა ქმნის ხანძრების გაჩენის და გავრცელების რისკებს. სამოქალაქო დაცვის კომპეტენტური სამსახურები გაძლიერებულ მზადყოფნაში არიან და  მოქალაქეებს ურჩევენ გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე და მიიღონ ზომები მაღალი ტემპერატურის გავრცელებით გამოწვეული რისკებისგან თავის დასაცავად.

სიცხის გამო ოთხშაბათიდან უკვე გამოცხადდა საგანგებო ღონისძიებები სახელმწიფო და კერძო სექტორში.

ასევე, ათენის სიძველეთა ეფორატის გადაწყვეტილებით  დღეს, პარასკევს, აკროპოლის არქეოლოგიური ძეგლი შეაჩერებს მუშაობას შუადღის საათებში, ბოლო შესვლით 12.00 საათზე და განაახლებს მუშაობას 17:00 საათზე. ექსპლუატაციაში დარჩება ძველი აგორისა და კერამეიკოსის ტერიტორიები, სადაც შესაძლებელია იქაური არქეოლოგიური მუზეუმების მონახულება.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *