დღეს ცას ნოემბრის სავსე მთვარე გაანათებს
დღეს ცას ნოემბრის სავსე მთვარე გაანათებს
შთამბეჭდავი სანახაობის მხილველი გახდება საბერძნეთის მოსახლეობა სულ რამდენიმე საათში. დღეს, 15 ნოემბერს, ღამით ცას სავსე მთვარე გაანათებს.
ნოემბრის სავსე მთვარეს კასტორას მთვარესაც უწოდებენ. აღნიშნული სახელწოდება ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის მოქალაქეების ხალხური ზღაპრებიდან მიენიჭა ნოემბრის სავსე მთვარეს.
Almanac-ის მიერ გავრცელებულ წყაროებზე დაყრდნობით ამ პერიოდში თახვები მათ მიერ ზამთრისთვის კარგად მოწყობილ და საკვებით მომარაგებულ სოროებს უბრუნდებიან, რათა თბილად და უსაფრთხოდ გაატარონ წლის ყველაზე ცივი პერიოდი. ნოემბრის სავსე მთვარის სახელები კი სწორედაც რომ ხაზს უსვამს ცხოველთა ქმედებებს, რომლებიც ემზადებიან ზამთრისა და ცივი დღეების შესახვედრად.
Forbes-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დღეს მთვარეს 15-20 წუთის განმავლობაში მკვეთრი ფორთოხლისფერი ექნება.