Latest news
სპატა: ავტოსაგზაო შემთხვევამ 1 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა მჯერა რომ ირინიმ დახოცა ბავშვები - აცხადებს ირინი მურძუკუს დედა ეტოლიკო: წყვილის სახლში 3 მძარცველი შეიჭრა 14 წლის ბიჭებმა 12 წლის ბიჭი სკოლის საკანალიზაციო ჭაში ჩაკეტეს თუ ღმერთს უნდა შვილებიც მეყოლება - განაცხადა ნიკოს ვერტისმა ჯერ სიყვარულით არ დავნაყრებულვარ - განაცხადა ნიკოს კურისმა კვიპროსი: სკოლის მოსწავლის მამამ სკოლის ფანჯრები უსასყიდლოდ გაწმინდა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა 65 წლის კაცს, რომელმაც 10 წლის შვილი სცემა ახაიაში გაჩენილი დიდი ხანძარი სტროფილიას ტყეს საფრთხეს უქმნის ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 მგზავრი დაშავდა
ხუთშაბათი, ნოემბერი 7, 2024
ბუნებრივი მოვლენებისაბერძნეთი

დღეს ძალიან მაღალი რისკია ათენში და ქვეყნის სხვა 7 რეგიონში ხანძრის გაჩენის

დღეს ძალიან მაღალი რისკია ათენში და ქვეყნის სხვა 7 რეგიონში ხანძრის გაჩენის

დღეს, 30 ივლისს, ძალიან მაღალი რისკია ხანძრის გაჩენის ათენში, კუნძულ კრეტაზე და საბერძნეთის სხვა უამრავ რეგიონში კლიმატის კრიზისისა და სამოქალაქო დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ რუქაზე დაყრდნობით:

  • ათენი და კუნძული კითირა
  • ვიოტია, ევია, ფთიოტიდა
  • პელოპონისო, უფრო კონკრეტულად კი კორინთია, არღოლიდა და ლაკონია
  • თესალია, უფრო კონკრეტულად კი ლარისა, მაღნისია, სპორადონი
  • ჩრდილოეთ მაკედონია, უფრო კონკრეტულად კი სალონიკი და კილკისი
  • კუნძული კრეტა
  • იონიის ზღვის კუნძულები
  • ეგეოსის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე კუნძულები, უფრო კონკრეტულად კუნძული ხიოსი, სამოსი და იკარია.

კლიმატის კრიზისისა და სამოქალაქო დაცვის სამინისტროს გენერალურმა მდივანმა სრული მობილიზებისკენ მოუწოდა სახანძრო-სამაშველო ბრიგადას, აღნიშნული რეგიონების მოსახლეობასა და სამართალდამცავ ორგანოებს, რათა ხანძრის გაჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება და ცეცხლის განეიტრალება.

იმ შემთხვევაში თუ მოსახლეობა შენიშნავს ხანძარს აუცილებლად შეატყობინონ სახანძრო-სამაშველო ბრიგადას ნომერზე: 199.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *