დღეს 18 წლის კონსტანტინოსს დაკრძალავენ
დღეს 18 წლის კონსტანტინოსს დაკრძალავენ
მწუხარება სუფევს სრულიად ხანიაში, მოსახლეობა 18 წლის კონსტანტინოსს გლოვობს, რომლის სიცოცხლეც ხუთშაბათს ღამის 21:30 საათზე ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.
კონსტანტინოსს დღეს 12:00 საათზე წმინდა პანდელეიმონის ეკლესიიდან გაასვენებენ და დაკრძალავენ.
მძიმედ არიან დაშავებულები ამავე ავარიის შედეგად ტრამვირებული 18 წლის მძღოლი და 18 წლის გოგონა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ კრიტიკული რჩება.
ენით აღუწერელ ტკივილს გრძნობენ კონსტანტინოსის ოჯახის წევრები, ნაცნობები და მეგობრები, რომლებიც გულისამაჩუყებელი ტექსტებით ემშვიდობებიან მათ შვილს და მეგობარს.
Facebook Comments Box