დღეს 52 წლის მასწავლებელს დაკითხავენ, რომელსაც ბრალი 14 წლის გოგონას სექსუალურ შევიწროებაში ედება
დღეს 52 წლის მასწავლებელს დაკითხავენ, რომელსაც ბრალი 14 წლის გოგონას სექსუალურ შევიწროებაში ედება
დღეს დაკითხავენ 52 წლის მასწავლებელს, რომელსაც ბრალი 14 წლის სკოლის მოსწავლეზე სექსუალურ ძალადობაში ედება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დაკავებული ისაუბრებს თუ როგორ დაიწყო მისი ურთიერთობა არასრულწლოვანთან.
პრესის ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად მასწავლებელმა და მოსწავლემ საუბარი ოქტომბის ბოლოს, ექსკურსიის შემდეგ დაიწყეს, როცა ექსკურსიაზე ერთად რამდენიმე ფოტო გადაიღეს და გოგონამ მის მეგობართან ერთად ეს ფოტოსურათები გადაუგზავნა. საუბარი ფორმალურიდან პირადულში მალევე გადაიზარდა.
დაკავებული ირწმუნება, რომ სურვილი ჰქონდა შეეწყვიტა მიმოწერა არასრულწლოვანთან, თუმცა გოგონა მას არ ანებებდა თავს და ემუქრებოდა, რომ თუ მასთან საუბარს შეწყვეტდა თავს რამეს დაუშავებდა.