Latest news
როდოსი: სასტუმროს რესტავრაციისთვის მიშენებული ხარაჩოები ჩამოინგრა და 20-ზე მეტი ავტომანქანა დააზიანა პოლიხნი: საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად 2 არასრულწლოვანი დაშავდა დღეიდან ატმოსფეროში თბილი ჰაერის მასების შემოდინება დაიწყება საზარელი შემთხვევა ზოღრაფუზე - წყვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა ვორიდის: არალეგალმა ემიგრანტებმა უნდა გააცნობიერონ რომ მათთვის საბერძნეთის კარი ღია არ არის კატო ახაია: 2 თვის ჩვილს მენინგიტი დაუდგინდა - პაციენტის მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება სალონიკი: დააკავეს 46 წლის ტაქსის მძღოლი, რომელმაც აეროპორტიდან 57 წლის მგზავრის ჩანთა მოიპარა სავარაუდოდ გულმა დაარტყა - განაცხადა 45 წლის კაცის შვილმა, რომელიც ათენის ცენტრში გარდაცვლილი იპოვეს პისპირინგუს ადვოკატი აცხადებს, რომ ჭორები, რომლებიც დაკავებულის მწყობრიდან გამოსვლასთან დაკავშირებით... დაკავებული ციხის ოფიცერს თავს დაესხა და ყელში დაჭრა
ხუთშაბათი, მარტი 20, 2025
საბერძნეთი

ეგვიპტის მონასტერში ჰიპოკრატეს სამკურნალო რეცეპტები აღმოაჩინეს

ეგვიპტეში, სამხრეთ სინაის წმინდა ეკატერინეს მონასტერში ბერებმა ახლახანს ჰიპოკრატეს უძველესი სამკურნალო რეცეპტები აღმოაჩინეს.

მე-6 საუკუნის ხელნაწერების აღმოჩენა, რომელიც შეიცავს ძველი ბერძენი ექიმის მიერ დაწერილ სამკურნალო რეცეპტებს, მონასტრის ბიბლიოთეკაში რესტავრაციის დროს მოხდა.

ხელნაწერი, რომელიც ანონიმურმა მწიგნობარმა დაწერა, გარდა ჰიპოკრატეს რეცეპტებისა, ასევე შეიცავს სხვა სამკურნალო რეცეპტებს და სამკურნალო ბალახების ილუსტრაციებს.

მონასტრის ბიბლიოთეკა, რომელიც ითვლება უძველეს, მუდმივად მოქმედ ბიბლიოთეკად მსოფლიოში, მოიცავს ექვსი ათასამდე ხელნაწერს, რომლებიც დაწერილია არაბულ, ეთიოპიურ, კოპტურ, სომხურ, სირიულ და ბერძნულ ენებზე.

ბიბლიოთეკის უძველესი ხელნაწერი, სადაც ძირითადად ინახება ისტორიული და ფილოსოფიური ნაწარმოებები, თარიღდება ჩვენი წელთაღრიცხვით მე-4 საუკუნით.

ჰიპოკრატეს ტექსტთან ერთად, მონასტერში სარესტავრაციო სამუშაოების დროს ასევე ნაპოვნი იქნა ხელნაწერი ბიბლიური მონაკვეთებით.

საერთო ჯამში, ამ აღმოჩენამ გამოავლინა ჰიპოკრატეს მიკუთვნებული სამკურნალო რეცეპტები, ასევე სამი რეცეპტი სამკურნალო ბალახების ილუსტრაციებით, რომლებიც ადრეული ხელნაწერების ელექტრონული ბიბლიოთეკის (EMEL) მკვლევარებს გადაეცათ.

„ხელნაწერი, რომელიც შეიცავს სამ სამედიცინო ტექსტს, შეიტანება მსოფლიოს უძველეს და ყველაზე მნიშვნელოვან ხელნაწერთა შორის“-განაცხადა EMEL-ის მკვლევარმა მაიკლ ფელპსმა .

ჰიპოკრატე დაიბადა საბერძნეთის კუნძულ კოსზე, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 460 წელს. მას უწოდებენ მედიცინის მამას, რადგან ის იყო პირველი ცნობილი ექიმი, რომელიც თვლიდა, რომ დაავადებები გამოწვეული იყო რაიმე სახის ბუნებრივი მოქმედებით და არა სულების ან ღმერთების მიერ.

გარდა იმისა, რომ ჰიპოკრატემ აღიარა, დაავადებები არ არის გამოწვეული ზებუნებრივი ძალებით, მან შექმნა კლინიკური მედიცინა და ის, რაც დღეს ჩვენ ვიცით, როგორც ექიმი-პაციენტის ურთიერთობა.

რაც ყველაზე გასაოცარია, ის იყო პირველი ცნობილი ექიმი, რომელმაც აღიარა, რომ აზრები და ემოციები წარმოიქმნება ტვინში და არა გულში.

ჰიპოკრატე ასევე იყო მედიცინის პრაქტიკოსი, რომელმაც შექმნა ექიმების ქცევის ფიცი, რომელიც   იდებოდა ექიმების მიერ 2500 წლის განმავლობაში.

ჰიპოკრატე იყო პირველი ექიმი, რომელმაც უწოდა დაავადებას  სახელი კიბო (კიბორჩხალა, ბერძნულად კარკინოს). დასახელება წარმოიშვა მყარი, ავთვისებიანი სიმსივნის ამოჭრილი ზედაპირის და მისი მარწუხების მსგავსად ყველა მხარეს გაჭიმული ვენების კიბორჩხალასთან მიმსგავსებით.

ჰიპოკრატეს კონცეფცია კიბოს შესახებ ორიენტირებული იყო “ოთხი სითხის” თეორიის გარშემო. მას სჯეროდა, რომ სხეული შეიცავს ოთხ სითხეს: სისხლს, ნახველს, ყვითელ ნაღველს და შავ ნაღველს.

ამ სითხეების ნებისმიერი დისბალანსი იწვევდა დაავადებას და ითვლებოდა, რომ შავი ნაღვლის სიჭარბე კონკრეტულ ორგანოში იყო კიბოს გამომწვევი მიზეზი.

ძველი ბერძენი ექიმი თვლიდა, რომ დიეტა მნიშვნელოვანია ადამიანის ცხოვრებაში, რომ ჯანსაღ საკვებს შეუძლია მისი ჯანმრთელობის შენარჩუნება.  ასევე სჯეროდა, რომ სწორ დიეტას შეიძლება ჰქონდეს სამკურნალო თვისებები გარკვეული დაავადებებისთვის. ის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა იმას, თუ რას ჭამდა პაციენტი ან რა საკვებს ერიდებოდა და  ეყრდნობოდა ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვას დიეტით და ვარჯიშით.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *