ევიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
ევიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
შაბათს გამთენიისას ევიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ადგილობრივი პრესის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კოლოვრეხტის ტერიტორიაზე, დირფიონ მესსაპიონის მუნიციპალიტეტის გზაზე მიმავალი ავტომანქანა, გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელი მიზეზების გამო, სამოძრაო ზოლიდან გადავარდა.
შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გაჩნდა სახანძრო/სამაშველო დახმარების სამი მანქანა. ექვსი მეხანძრე ცდილობდა ამოყირავებული მანქანიდან ორი მგზავრის გადმოყვანას. მანქანის მძღოლიც და მგზავრიც გადაყვანილები არიან ხალკიდას საავადმყოფოში.
Facebook Comments Box