ევიაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი პირი დაშავდა
ევიაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი პირი დაშავდა
ევიაზე, 12:00 საათის შემდეგ ლამბუსას ცენტრთან ახლოს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ორი ავტომანქანის ძლიერი შეჯახების შედეგად ორი პირი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ერთ-ერთი ავტომანქანის მძღოლმა, გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელი მიზეზის გამო, საჭეზე კონტროლი დაკარგა და საპირისპირო მიმართულებით მიმავალ მანქანას შეასკდა.
evima.gr-ის მიერ გავრცელებული ვიდეომასალის თანახმად, შავი ავტომანქანა შეჯახების შემდეგ ამოტრიალდა და შუა გზაზე დაეცა.
შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა პოლიცია და სამაშველო-სახანძრო ბრიგადა. ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო დახმარების ბრიგადაც, რომელმაც ორივე დაშავებული ალივერიოს საავადმყოფოში გადაიყვანა.
Facebook Comments Box