ევიას ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სანაპირო კარვებით გადაიჭედა
ევიას ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სანაპირო კარვებით გადაიჭედა
დიდი პრობლემა გამოიწვია ევიას ერთ-ერთ ულამაზეს სანაპიროზე გაშლილი კარვების რაოდენობამ, რომელიც სულთმოფენობასთან დაკავშირებული სამდღიანი არდადეგების დროს დაფიქსირდა.
თაფსას სანაპირო, რომელიც კიმი სლივერიუს მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ასევე ცნობილი როგორც ფირუზისფერი ტბა, კარვებში “ჩაიძირა”.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს სანაპირო ბევრი წლის განმავლობაში მიუვალი იყო დამსვენებლებისთვის და მიუწვდომელი ყველა ტიპის ავტომანქანისთვის. თუმცა დროთა განმავლობაში ხელისუფლების ჩარევის შედეგად გაიყვანეს ახალი გზები, რომელთა წყალობითაც დამსვენებლებს შეუძლიათ თავისუფლად მივიდნენ დანიშნულების წერტილამდე და ისიამოვნონ ენით აღუწერელი სილამაზით.
Facebook Comments Box