ევია: ავტოსაგზაო შემთხვევამ 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა
ევია: ავტოსაგზაო შემთხვევამ 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა
პარასკევს საღამოს ევიაზე მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 1 კი მძიმედ დაშავდა.
უბედური შემთხვევა ლამფსაკუს ქუჩაზე ხალკიდაში მოხდა, ავტომანქანა ფურგუნს გვერდულად შეასკდა.
evima.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დაღუპულები 20 და 22 წლის ახალგაზრდები არიან, ხოლო კიდევ ერთი პირი მძიმედ დაშავდა. დაშავებული ხალკიდას საავადმყოფოში გადაიყვანეს.
Facebook Comments Box