ევია: ზარაკესსა და მესოხორიას ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი კონტროლს ექვემდებარება
ევია: ზარაკესსა და მესოხორიას ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი კონტროლს ექვემდებარება
ევიაში გაჩენილი ორივე ხანძრის დამორჩილება მოახერხა სახანძრო-სამაშველო სამსახურმა.
მეხანძრეები დილიდან მუშაობენ ცაკეონის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად. რამდენიმე საათის შემდეგ ხანძრის კერა ზარაკესისა და ალმიროპოტამოსის ტერიტორიაზეც გაჩნდა.
სახანძრო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად. ცეცხლის ჩასაქრობად 70 მეხანძრე 24 სახანძრო მანქანით, 3 ფეხმავალთა ჯგუფი, 8 წყალმფრქვევი და 2 ვერტმფრენი მუშაობდა. გაძლიერებული და სრულად მობილიზებული სამუშაოების გაწევის შედეგად კი დაახლოვებით დილის 11:00 საათისკენ მეხანძრეებმა ორივე ხანძრის კერის დამორჩილება მოახერხეს.
Facebook Comments Box