ევია: კიმის სანაპიროზე 78 წლის ქალი დაიხრჩო
ევია: კიმის სანაპიროზე 78 წლის ქალი დაიხრჩო
შაბათს შუადღეს კიმის სანაპიროზე 78 წლის ქალი დაიხრჩო, რომელიც ევიაზე საზაფხულო შვებულების გასატარებლად იყო ჩასული.
evima.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ქალი უგონო მდგომარეობაში შუა ზღვაში დააფიქსირეს. გულწასული ქალი წყლიდან დამსვენებლებმა ამოიყვანეს. სანაპიროზე პირველადი სამედიცინო დახმარება უგონო მდგომარეობაში მყოფ ქალს პოლიციელმა გაუწია, რომელიც ევიაზე დასასვენებლად იყო ჩასული.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ 78 წლის ქალი საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა, სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
Facebook Comments Box