Latest news
იანნის ადეტოკუნბომ ცნობილ youtuber-ს IShowspeed-ს აკროპოლისზე გიდობა გაუწია პილიო: 32 წლის ტურისტი ცურვისას დაიხრჩო ღლიკა ნერა: გარდაიცვალა 48 წლის კაცი, რომელიც 17 წლის ბიჭმა უმოწყალოდ სცემა ტემპერატურამ 10 გრადუსით იკლო - მომდევნო ორი დღის განმავლობაში ტემპერატურა 32-33 გრადუსს არ გადააჭარ... მიაულის სანაპიროზე ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს შეეჯახა ანო ლიოსია: საგარეუბნო მატარებლის ლიანდაგებთან ხანძარი გაჩნდა შთამბეჭდავი სავსე მთვარის ფოტოსურათები - ივლისის სავსე მთვარეს ირმის მთვარესაც უწოდებენ საბერძნეთის 7 რეგიონში ხანძრის გაჩენის მაღალი რისკია 3 დღიანი პაუზის შემდეგ საბერძნეთის ატმოსფეროში სიცხის ტალღა ისევ დაიწყებს შემოსვლას დღეიდან ტემპერატურა შედარებით იკლებს
ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025
კრიმინალისაბერძნეთი

ევია: 10 წლის ბიჭმა სასკოლო ნაშრომში აღწერა, თუ როგორ ძალადობენ მასზე მისი მშობლები

ევია: 10 წლის ბიჭმა სასკოლო ნაშრომში აღწერა, თუ როგორ ძალადობენ მასზე მისი მშობლები

კიდევ ერთი ოჯახური ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა არასრულწლოვანზე ევიაზე, ალივერის დასახლებაში.

ძალადობის მსხვერპლი 10 წლის ბიჭია, რომელმაც სასკოლო ნაშრომში დეტალურად აღწერა თუ როგორ ძალადობენ მისი მშობლები მასზე.

ბიჭმა სასკოლო ნაშრომი მის თანაკლასელს მისცა, ხოლო მისმა თანაკლასელმა კი ეს შემზარავი ჩანაწერები დედამის აჩვენა. სასკოლო ნაშრომი საბოლოოდ სკოლის დირექტორის ხელში აღმოჩნდა. მომხდარით შეშფოთებულმა მასწავლებლებმა მოსწავლის მშობლები ახსნაგანმარტების მისაცემად დაიბარეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად არასრულწლოვანზე მისმა მშობლებმა ისევ იძალადეს ფიზიკურად მას შემდეგ, რაც შეიტყვეს, რომ ძალადობის შესახებ დეტალები თანაკლასელს გაუზიარა.

სკოლის დირექტორმა განაცხადა, რომ მასწავლებელს არ უნდა მიეწოდებინა ინფორმაცია არასრულწლოვნების მშობლებისთვის და პირდაპირ უნდა მიემართა სამართალდამცავი ორგანოებისთვის.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *