Latest news
ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები სპეციალური მედიკამენტების შეძენას დღეიდან უბნის აფთიაქებშიც ... ბოლო 2 კვირის განმავლობაში 33 ემიგრანტს შეუჩერდა პოლიტიკური თავშესაფრის სტატუსი სალონიკი: 500 000-ზე მეტ ლაღანას გამოაცხობენ სუფთა ორშაბათისთვის  ვიანნოში მომხდარი შოკისმომგვრელი მკვლელობის დეტალები ვრცელდება დააკავეს 65 წლის კაცი, რომელმაც ნასვამ მდგომაროებაში ცოლზე იძალადა და ოჯახის ძაღლი მოკლა ძლიერი წვიმა, ქარი და აფრიკული მტვერი საბერძნეთში პატრა: პატარები კარნავალს განსაკუთრებულ ხიბლს მატებენ ათენი: ძლიერი ქარების გამო ხეები მიწიდან ძირფესვიანად მოწყდა აფრიკული მტვერი: აკროპოლი ბურუსმა მოიცვა ლუცა: განადგურებულები ვართ - აცხადებს 15 წლის მძღოლის დედა
ორშაბათი, თებერვალი 16, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

ელენი პაპადოპულუ: შვილი დედის დაკრძალვაზეც კი არ მისულა

ელენი პაპადოპულუ: შვილი დედის დაკრძალვაზეც კი არ მისულა

87 წლის ელენი პაპადოპულუს გარდაცვალების 4 წლის თავზე გაიხსნა მისი ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმე. 

ქალის გარდაცვალება თავიდან უბედურ შემთხვევას მიაწერეს, თუმცა გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ საქმის მთავარი ეჭვმიტანილი მისი შვილია. 

ელენი პაპადოპულუ საკუთარ სახლში კოლონაკში 2022 წლის 29 იანვარს დამწვარი იპოვეს. პირველადი შეფასებით საქმე უბედურ შემთვევას მიეწერა. პარასკევს 26 დეკემბერს კი გარდაცვლილი ქალის 60 წლის შვილი დააკავეს, რომელსაც ბრალად ადამიანის განზრახ მკვლელობა ედება.

დაკავებული ხანძირს გაჩენის მიზეზად სიგარეტის ნამწვავს ასახელებდა და ამბობდა, რომ დედამისი მწეველი იყო. თუმცა გარდაცვლილის ცხედარზე ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ქალი ჯერ გათიშეს და შემდეგ დაწვეს.

მოწმეები აცხადებენ, რომ დაკავებული დედის დაკრძალვაზე არ ყოფილა და მისი გარდაცვალების შემდეგ თავს არიდებდა როგორც ახლო ნათესავებთან, ასევე ოჯახის მეგობრებთან ურთიერთობასაც. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *