Latest news
განრისხებულმა ახალგაზრდამ ავტობუსის მძღოლს სახეში მუშტი ჩაარტყა - ჩხუბის მიზეზი ავტობუსის დაბალი სიჩ... ორეოკასტრო: 2 წლის ბავშვს რკინის ჭიშკარი დაეცა საბერძნეთი: ტემპერატრის მკვეთრი ვარდნა და ძლიერი ქარები ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 მგზავრი მძიმედ დაშავდა რეთიმნო: კერძო სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად 2 ძაღლი დაიწვა პატრა: 10 წლის ბიჭი სახლში უკანონოდ შეჭრის მცდელობისას აივნიდან გადავარდა და მძიმედ დაშავდა ნავპლიო: ციხეში ატეხილი ჩხუბის შედეგად 5 პატიმარი დაშავდა მტრედმა პაციენტს საჭმელი შეუჭამა ძლიერმა წვიმამ ჰალკიდიკში გზები დატბორა პრაღა: ჯონ ლენონის კედლის დაარესების 45 წლისთავი სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება
სამშაბათი, აპრილი 29, 2025
საბერძნეთიშოუბიზნესი

ელენი ფილინიმ მამამისზე ისაუბრა

ელენი ფილინიმ მამამისზე ისაუბრა

სატელევიზიო გადაცემა “Στιγμές”-ში, ელენი ფილინიმ ბავშვობის წლები გაიხსენა და მამამისზე ისაუბრა. 

ტელემაყურებლებს მსახიობმა საიდუმლოც გაუმხილა და თქვა, რომ არასდროს არ უნდოდა დაქორწინება, რადგან ეშინოდა განქორწინების განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ეყოლებოდა ბავშვები.

“არ მინდოდა დავოჯახებულიყავი და შემდეგ განვქორწინებულიყავი. საერთოდ არ ვთვლი, რომ ამ თემას ტაბუ უნდა დავადოთ. არ მინდოდა შემექმნა ოჯახი და მყოლოდა შვილი.. ზრდასრული ადამიანებისთვის ლოგიკურია, რომ ურთიერთობას შეიძლება განშორება მოყვეს. თუმცა ბავშვისთვის რთული გადასატანია მშობლების განშორება. მე ყოველთვის მაკლდა მამა და არ მინდოდა არასდროს, რომ ჩემს შვილსაც იმ შეგრძნებებით ეცხოვრა, როგორი შეგრძნებებითაც მე გავატარე მთელი ბავშვობა. გამომდინარე აქედან მაშინებს განშორებაც. ვიცი, რას ნიშნავს გაკლდეს, დაკარგო ერთი მშობელი როცა პატარა ხარ, მაშინ, როცა ყველაზე მეტად გჭირდება. როცა იზრდები უკვე იმდენად აღარ ხარ დამოკიდებული მშობლებზე.. და მათი მონატრებაც ნაკლებად გაშინებს” – განაცხადა მსახიობმა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *