ელ ჩაპო: მექსიკელი ნარკობარონის დედა გარდაიცვალა
ელ ჩაპო: მექსიკელი ნარკობარონის დედა გარდაიცვალა
მარია კონსუელო ლოერას ხელის ჩამორთმევამ მექსიკის პრეზიდენტთან 2020 წელს აჟიოტაჟი გამოიწვია – მან პრეზიდენტისგან მოითხოვა დახმარებოდა რომ მიეღო ვიზა რათა ამერიკის შეერთებულ შტატების ციხეში შვილი მოენახულებინა.
ცნობილი მექსიკელი ნარკობარონის ხოაკინ “ელ ჩაპო” გუზმანის დედა გარდაიცვალა კვირას 95 წლის ასაკში, ნაღვლის ბუშტის ოპერაციის გართულების შედეგად, იტყობინება ოჯახის წევრები და მედია.
მარია კონსუელო ლოერა გარდაიცვალა საავადმყოფოში კულიაკანში, ჩრდილო-დასავლეთ მექსიკაში, სინალოას შტატის დედაქალაქში, მისი შვილის მიერ დაარსებული ნარკოკარტელის ბუდეში, იუწყება იგივე წყაროები.
ელ ჩაპო, რომელიც წლების განმავლობაში ითვლებოდა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძალაუფლებიან ნარკობარონად, მექსიკის ხელისუფლებამ 2016 წელს დააკავა შემდგომ კი ამერიკის შეერთებულ შტატების მოთხოვნის თაობაზე 2017 მისი აშშ-ში ექსტრადირება მოახდინა.
#Mañanera | El López Obrador expresó su respeto por la muerte de Consuelo Loera, madre de El Chapo, destacando que cualquier ser humano que pierde la vida merece consideración y respeto hacia sus familiares.
— OSCAR MARIO BETETA (@MarioBeteta) December 11, 2023
2019 წლის ივლისში ნიუ-იორკის სასამართლომ „ელ ჩაპოს“ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, იგი სასჯელს იხდის კოლორადოს შტატის უმაღლესი უსაფრთხოების ციხეში.
“ელ ჩაპოს” მსჯავრდების შემდეგ, აშშ-ს ხელისუფლების ცნობით, მისმა ვაჟებმა, რომლებიც ცნობილნი არიან მეტსახელად “ჩაპიტოსი” (“პატარა ჩაპოსი”), მემკვიდრეობით მიიღეს კონტროლი სინალოას კარტელზე.
რამოდენიმე ვაჟის წინააღმდეგ აშშ-ის ხელისუფლებამ სისხლისსამართლებრივი დევნა აღძრა.
მარია კონსუელო ლოერა საჯაროდ გამოჩნდა 2020 წლის მარტში, როდესაც შეხვდა მექსიკის პრეზიდენტს ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორს, რომელიც სტუმრობდა სინალოას შტატს. პრეზიდენტი მანქანაში ეახლა მას ხელის ჩამორთმევისთვის, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
The president of Mexico is escorted to say hi to El Chapo’s mother. Yes, El Chapo. It’s his son’a birthday and AMLO just happens to be in the same city. “I received your letter”, @lopezobrador_ says to the mother of the cartel leader.
This is Mexico. 💔 pic.twitter.com/ZaQjh7zU8q— Mauricio Martínez (@martinezmau) March 30, 2020
დედამ სთხოვა სახელმწიფოს მეთაურს დახმარება გაეწია ამერიკის შეერთებული შტატების ვიზის აღებაში, რათა ეწვიოს შვილს უმაღლესი უსაფრთხოების ციხეში, სადაც ის სასჯელს იხდის.
მან ვერასოდეს შეძლო შვილის მონახულება.