ემიგრანტებით დატვირთული ნავიდან კუნძული ხიოსის სანაპირო დაცვას ცეცხლი გაუხსნეს
ემიგრანტებით დატვირთული ნავიდან კუნძული ხიოსის სანაპირო დაცვას ცეცხლი გაუხსნეს
კუნძული ხიოსის სანაპიროსთან მოახლოვებას ცდილობდა 15 ადამიანით დატვირთული ნავი, რომელთა მიზანიც ქვეყანაში არალეგალურად შემოსვლა იყო.
აღნიშნული ნავი სანაპირო დაცვის გემმა შენიშნა და მოუწოდა გაჩერებისკენ, რის შედეგადაც არალეგალი ემიგრანტებით დატვირთული ნავიდან სანაპირო დაცვის გემს ცეცხლი გაუხსნეს. სანაპირო დაცვის გემზე მყოფმა თანამშრომლებმა საპასუხოდ ჰაერში გაისროლეს, რის შედეგადაც ემიგრანტებით დატვირთული გემი უკან, თურქეთის საზღვრისკენ გაბრუნდა.
კუნძული ხიოსის სანაპირო დაცვას ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.
Facebook Comments Box