Latest news
პრაღა: ჯონ ლენონის კედლის დაარესების 45 წლისთავი სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება კეფალონიაში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად საჰაერო ძალების ჩარევა გახდა საჭირო ჟურნალისტი სუზი კაზანძიდუ დღეს დაკრძალეს კვიპროსი: კაფეში ატეხილი ჩხუბის შედეგად 66 წლის კაცი დაიღუპა 49 წლის მზარეული გემის კაბინაში გარდაცვლილი იპოვეს წვიმა, ძლიერი ქარები და ტემპერატურის ვარდნა კვირას საღამოს საათებიდან კვიპროსზე მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ 21 წლის გოგოს სიცოცხლე იმსხვერპლა ირაკლიოს მერი სოფელ ვუტესში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვს - რატომ იხსნება სოფელში გზები ევია: ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მაღაზიის შესასვლელში შევარდა მგზავრი მატარებლის რელსებში გადავარდა - დაკეტილია ევანგელისმოსა და მეღარო მუსიკის სადგურები
კვირა, აპრილი 27, 2025
საბერძნეთისაზოგადოება

ემიგრანტებით დატვირთული გემი ჩაიძირა – 4 გარდაცვლილი და 4 უგზოუკვლოდ დაკარგული პირი

ემიგრანტებით დატვირთული გემი ჩაიძირა – 4 გარდაცვლილი და 4 უგზოუკვლოდ დაკარგული პირი

მაშინ, როცა ემიგრაციისა და პოლიტიკური თავშესაფრის ახალი მინისტრი საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებასა და საბერძნეთის საზღვრების ჩაკეტვას საჯაროდ გეგმავს ქვეყანაში უკანონოდ მყოფი ემიგრანტების პრობლემის აღმოსაფხვრელად, საბერძნეთის საზღვაო საზღვრებზე ყოველდღიურად ასობით იძულებით გადაადგილებული პირი შემოდის და ათობით მათგანი უკეთესი და უსაფრთხო მომავლის ძიებაში საზღვრებზევე კვდება.

საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებისა და ჩაკეტილი საზღვრების შედეგი ერთხელ უკვე ნანახი აქვს მსოფლიოს. წლების წინ ათობითა და ასობით სიცოცხლეა დაკარგული მაშინ, როცა სხვადასხვა გაჭირვებული ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდანაც ავტობუსების საბარგულებში ჩამალული ქალები გაგუდულები ამოჰყავდათ სანატრელი დანიშნულების ადგილზე ჩამოსვლისას.

ჩაკეტილი საზღვრები არ ყოფილა და არ იქნება დამაბრკოლებელი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც საკუთარ ქვეყანაში შიმშილით, ომის გამო, თუ პოლიტიკური ნიშნით სიკვდილი ემუქრებათ.

ამის ნათელი მაგალითი საბერძნეთში გათენებული ყოველი დილაა, როცა გაუმართავი გემებით ცდილობენ ემიგრანტები საზღვაო საზღვრების გადმოკვეთას, გემები იძირებიან და ბავშვები, ქალები და ახალგაზრდა კაცები შუა ზღვაში ტოვებენ მომავლის ყველა იმედს და დახმარების მოლოდინის გარეშე იხრჩობიან.

მოსასმენად შემზარავი, თუმცა მესაზღვრეებისთვის კარგად ნაცნობი, ყოველდღიური მძიმე რეალობა დაფიქსირდა დღეს დილითაც ლეზვოში, სადაც ემიგრანტებით დატვირთული გემი ამოყირავდა. მაშელებმა 23 მგზავრის გადარჩენა შეძლეს, სამაშველო სამუშაოების პროცესში 4 დამხრჩვალი ცხედარი აღმოაჩინეს და გადარჩენილების ჩვენებებზე დაყრდნობით 4 მგზავრი ისევ იძებნება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *