ემიგრაციის მინისტრი ამიღდალეზას ესტუმრა – ციხე, ან სამშობლოში გაბრუნება ყველას, ვინც საბერძნეთში უკანონოდ იმყოფება
ემიგრაციის მინისტრი ამიღდალეზას ესტუმრა – ციხე, ან სამშობლოში გაბრუნება ყველას, ვინც საბერძნეთში უკანონოდ იმყოფება
საბერძნეთის ემიგრაციის მინისტრი დღეს დილით ამიღდალეზას ესტუმრა, სადაც მდებარეობს ყველაზე დიდი ცენტრი ქვეყანაში არალეგალურად მყოფი ემიგრანტების გასამგზავრებლად.
თანოს პლევრისმა დაათვალიერა შენობები, სადაც არალეგალი ემიგრანტები სადეპორტაციო პროცედურებს გადიან.
ემიგრაციის მინისტრი გაეცნო დეპორტაციის ცენტრის თანამშრომლებისა და ამიღდალეზას თავშესაფრის დეპარტამენტის თანამშრომლების ყოველდღიურ გამოწვევებს და პირობა დადო, რომ ყველანაირად მხარს დაუჭერდა მათ ძალისხმევას, განსაკუთრებით კი მასობრივი დეპორტაციის პედიოდებში.
თანოს პლევრისმა ვიზიტის ბოლოს განაცხადა: “ახალი კანონპროექტის ფარგლებში ქვეყანაში უკანონოდ მყოფ ემიგრანტებს ორი გზა აქვთ მხოლოდ, ან ციხე, ან სამშობლოში დაბრუნება.”


