Latest news
მეტრო სადგური დაფნი, აღიოს იოანნის და ნეოს კოზმოსი დღესა 21:40 საათზე დაიკეტება 16 დეკემბერი: რატომ იფიცებიან საჯარო მოხელეები დღეიდან ათენის მოსახლეობა მობილურ ტელეფონებში სამგზავრო ბარათების მიმაგრებას შეძლებს პირეაზე მდებარე ერთ-ერთ ბარში თანამშრომლებმა ალკოჰოლური ნივთიერება 10 არასრულწლოვანს მიყიდეს გეგმიური სამუშაოების გამო მეტროს წითელი ხაზის 3 სადგური დროზე ადრე შეწყვეტს მუშაობას ხალკიდიკი: პოლიციის თანამშრომლები ქრთამის აღებისთვის დააკავეს ფერმერების ბლოკადა გრძელდება - რას ითხოვენ აქციის მონაწილეები კალამატაში შენობაზე გრაფიტით შესრულებული მარია კალასის პორტრეტი მსოფლიოში საუკეთესო <<ფრესკად>> დასა... 16 დეკემბერი: ვინ გაიფიცება ხვალ და იმოძრავებს თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი  ვინ არის ბერძენი ესკოპარი, რომელიც ნარკოტიკებით სავსე გემის ფლობისთვის დააკავეს
ოთხშაბათი, დეკემბერი 17, 2025
საბერძნეთიპოლიტიკა

ემიგრაციის მინისტრი მაკის ვორიდისი თანამდებობიდან გადადგა

ემიგრაციის მინისტრი მაკის ვორიდისი თანამდებობიდან გადადგა

მოულოდნელი ცლილებები გამოიწვია ΟΠΕΚΕΠΕ-ს სკანდალმა, რომელშიც სხვა პოლიტიკოსებთან ერთად ემიგრაციის მინისტრი, მაკის ვორიდისიც იყო გახვეული.
პოლიტიკოსების თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პარლამენტში ΟΠΕΚΕΠΕ-ს საქმის მასალების გადაცემისთანავე მიიღეს.

თანამდებობა ემიგრაციის მინისტრთან ერთად დატოვეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ტასოს ხაძივასილიუმ, სამეურნეო განვითარების მინისტრის მოადგილე დიონისის სტამენიტისმა და ელექტრონული მმართველობის მინისტრის მოადგილე ხრისტოს ბუკოროსმა.

პრემიერ მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, რომ ხელისუფლებაში ყოფნის დროს თითოეული პოლიტიკოსის პასუხისმგებლობა სტანდარტულზე მეტად იზრდება: “მაკისმა თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო იმ მიზეზით, რომ შეძლოს თავის დაცვა. რათქმაუნდა გადადგომა არ ნიშნავს ბრალდებების აღიარებას.”

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *