ემიგრაციის სამინისტრო: მაკის ვორიდის ადგილს თანოს პლევრისი დაიკავებს
ემიგრაციის სამინისტრო: მაკის ვორიდის ადგილს თანოს პლევრისი დაიკავებს
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად თანოს პლევრისი დღეს შუადღეს სატელეფონო ზარის მეშვეობით დათანხმდა თანამდებობის მიღებას კირიაკოს მიცოტაკისგან, რომელმაც სამინისტროებში თავისუფალი ადგილების შევსებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დღეს დილით მიიღო.
თანოს პლევრისი ხელისუფლებაში დაბრუნებას უკვე თვეებია ელოდებოდა, რადგან ემიგრაციის მინისტრის გათავისუფლებული ვაკანტური ადგილის შევსება პირველ ჯერზე ვერ შეძლო, თუმცა ამჯერად დაუფიქრებლად დათანხმდა ვაკანტური ადგილის შევსებას.
პოლიტიკური პარტია ნეა დემოკრატია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მინისტრის ცვლილება არ ნიშნავს საემიგრაციო პოლიტიკის ცვლილებას რაც ნიშნავს იმას, რომ საემიგრაციო პოლიტიკა აუცილებლად გამკაცრდება.
Facebook Comments Box
