Latest news
საბერძნეთში არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულის მაჩვენებელი იზრდება წარმოადგენს თუ არა საფრთხეს საბერძნეთისთვის შობადობის კლება რომელ მანქანებს აეკრძალებათ გადაადგილება საბერძნეთში სასამართლომ ომონიის პოლიციის განყოფილებაში 19 წლის გოგონას გაუპატიურების საქმის განხილვა დაიწყო  პირეა: სამართალდამცავი ორგანოები 24 წლის გოგონას მე-7 სართულიდან გადმოვარდნის საქმეს იძიებენ სალონიკი: მუნიციპალიტეტის მიერ შეგროვებული ყველაზე უცნარუ ნივთები აღიი ანარღირი: სავალალო პირობებში უწევდა 3 ბავშვს ცხოვრება მშობლებთან ერთად  პოლიციამ დაკითხვაზე გადაიყვანა 24 წლის გოგონას პარტნიორი, რომელიც მე-7 სართულიდან ვარდნის შედეგად გა... ირაკლიო: სკოლაში სასწავლო პროცესი რწყილების გავრცელების გამო შეჩერდა 2 არასრულწლოვანი ელ.სკუტერით ფეხითმოსიარულეს შეეჯახა 
შაბათი, მაისი 16, 2026
საბერძნეთიპოლიტიკა

ემიგრაციის სამინისტრო სასტუმრო არ არის – განაცხადა თანოს პლევრისმა

ემიგრაციის სამინისტრო სასტუმრო არ არის – განაცხადა თანოს პლევრისმა

ემიგრაციის მინისტრის პოსტის დაკავების შემდეგ თანოს პლევრისი მისი წინამორბედი მინისტრის გზას აქტიურად მიჰყვება.

ინიციატივებს საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებით ბოლო არ უჩანს და ამჟამად მინისტრი მის მოადგილესთან, სევი ვულუდაკისთან ერთად, ქვეყანაში შემოსული თანმხლები პირების გარეშე არასრულწლოვან იძულებით გადაადგილებულ პირებსაც შეეხო.

სამინისტროს ხელმძღვანელობა არსებულ კანონმდებლობაში მამრობითი სქესის არასრულწლოვნების ასაკის 18-დან 16 წლამდე დაწევის ინიციატივას აყენებს, რადგან დღესდღეობით თანმხლები პირების გარეშე დარჩენილი არასრულწლოვნების თავშესაფარში 1 544 იძულებით გადაადგილებული არასრულწლოვანიდან 1 047 16-18 წლამდე ბიჭია. 

ამიერიდან თავშესაფრის მიღებასთან დაკავშირებული გასაუბრების განუყოფელი ნაწილი სამედიცინო ექსპერტიზა იქნება, რომლის შედეგადაც დადასტურდება არასრულწლოვნის ასაკი. ხოლო იმ შემთხვევაში თუ განმცხადებელი გამოკვლევის ჩატარებაზე განაცხადებს უარს, ის ჩაითვლება ზრდასრულად.

სამინისტრო გეგმავს თავშესაფრებში არსებული მენიუების გადახედვასაც, რათა შემცირდეს ყოველთვიური ხარჯები და დღიური რაციონიდან ამოღებული იქნას არასაჭირო პროდუქტები.

“საემიგრაციო სამინისტრო სასტუმრო არ არის” – განაცხადა თანოს პლევრისმა საემიგრაციო პოლიტიკაში გასატარებელ ცვლილებებზე საუბრისას.

აღნიშნული რეგულაციები იქნება იმ კანონპროექტის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას და დეპორტაციის მექანიზმის გაძლიერებას.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტს გასულ პარასკევს წარუდგინეს და ითვალისწინებს არალეგალური ემიგრაციის კრიმინალიზაციას, რაც 3 წლით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება პირობითი სასჯელის შეფარდების შესაძლებლობის გარეშე, ელ.სამაჯურების გამოყენებას, უკანონო ემიგრანტების გასაკონტროლებლად და ქვეყანაში მინიმუმ 7 წლიანი ცხოვრების შედეგად ბინადრობის მოპოვების შესაძლებლობის გაუქმებას.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *