Latest news
დაკავებული ეველპიდონის სასამართლოდან გაიქცა 16 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მძღოლს, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანას ნასვამ მდგომარეობა... ირაკლიო: ბენზინგასამართი სადგური ხის ტოტის მუქარით გაძარცვეს კონსტიტუციოლოგი და ყოფილი მინისტრი ანდონის მანიტაკისი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა ხალკიდა: ტაქსის მძღოლმა გონება დაკარგა და განათების ბოძს შეეჯახა სუფთა ორშაბათი: ტრადიციები და ცრურწმენები სუფთა ორშაბათას საბერძნეთის მოსახლეობა მშვიდად შეძლებს ფრანების აფრენას სოციალური ტურიზმი 2026: ვის ექნება შესაძლებლობა მიიღოს ვაუჩერი 12 უფასო დღე-ღამის გასატარებლად სასტუ... პენსიონერები საპროტესტო აქციას მართავენ ძლიერი წვიმა ზამთრის განუყოფელ ნაწილად იქცა
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
მსოფლიოსაზოგადოება

ერაყი: შოკისმომგვრელი კადრები საქორწინო წვეულებიდან, რომელიც ტრაგედიით დასრულდა

ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტრო ქალაქ მოსულში საქორწინო წვეულებაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის ამსახველ შოკისმომგვრელ კადრებს ავრცელებს, რომლის შედეგადაც ათობით ადამიანი დაიღუპა.

კადრებში ასახულია ხანძრის გაჩენის მომენტი და პანიკა რომელიც მოჰყვა ყველა მხრივ გავრცელებულ ცეცხლს, როდესაც მშობლები გარბიან შვილების გადასარჩენად.

კომისიის ხელმძღვანელმა, რომელიც ტრაგედიის გამოძიებას ახორციელებდა, ბაღდადში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ცერემონიის დარბაზში განთავსებული იყო ძალიან ბევრი აალებადი მასალა. ხანძრის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ფეიერვერკი იყო. ცეცხლი სწრაფად გავრცელდა როგორც დეკორატიულ ქსოვილებზე, ასევე ჭერზე არსებული ჭაღის გარშემო არსებულ ქსოვილზე.

წვეულებაზე 900-მდე სტუმარი იმყოფებოდა. გაუფრთხილებლობით გამოწვეული ხანძრით გარდაცვლილთა რიცხვმა 107-ს მიაღწია. ერაყის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მომხდარზე პასუხისმგებლობა ოლქის გუბერნატორს და რეგიონის გამგებელს დაეკისრათ და ისინი სასამართლოს წინაშე წარსდგებიან.

მიუხედავად იმისა, რომ ხანძრის გამომწვევ პირველად მიზეზად ფოიერვერკი დასახელდა, სიძე- 27 წლის რევანი თვლის, რომ ხანძარი რატომღაც ჭერიდან გაჩნდა.

“შეიძლება მოკლე ჩართვა იყო, არ ვიცი… მაგრამ ცეცხლი ჭერიდან გაჩნდა. შემდეგ ჭერმა დაიწყო დნობა, ყველაფერი წამებში მოხდა.”-ამბობს ის.

ახალდაქორწინებულები, რომელთა ქორწილის ზეიმიც ამ საშინელი ტრაგედიით დასრულდა, განადგურებულები არიან. რევანი და 18 წლის პატარძალი ჰანინი თავს ძალიან ცუდად გრძნობენ. როგორც ისინი ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ გადარჩნენ, შინაგანად მკვდრები არიან, რევანმა ხანძრის შედეგად ოჯახის 15 წევრი, ხოლო ჰანინმა 10, მათ შორის დედა და ძმა დაკარგა. კრიტიკულ მდგომარეობაშია მისი მამაც.

ნახეთ ვიდეო:

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *