ერმის კარაიანისმა 23 წლის ასაკში თავი მოიკლა
ერმის კარაიანისმა 23 წლის ასაკში თავი მოიკლა
ხუთშაბათს დილით ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდა მოდელმა, ერმის კარაიანისმა თავი მოიკლა.
ახალგაზრდა მოდელი მონაწილეობას იღებდა GNTM-ის შესარჩევ ტურში 2020 წელს. მას მაყურებელი ასევე Big Brother-ის ტრეილერიდანაც იცნობს.
ერმის კარაიანის ერთ-ერთი მეგობარი protothema.gr-თან საუბრისას აცხადებს: “შოკში ვარ, ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო, უახლოესი მეგობარი იყო. აქამდე არ მჯერა, რომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ხუთშაბათს გამთენიისას მოიკლა თავი და ინფორმაცია თვითმკვლელობის შესახებ მისი ნაცნობი გოგონას ფეისბუკ პოსტიდან შევიტყვეთ. რათქმაუნდა არ დავიჯერე, რომ აღნიშნული პოსტი სიმართლეს შეესაბამებოდა.. მაგრამ მოგვიანებით გავიგე რომ სიმართლეა, შოკიდან ამ დრომდე ვერ გამოვდივარ. ერმისი იყო ადამიანი, რომელსაც დიდი მიზნები და ოცნებები ჰქონდა. ჰქონდა რთული პერიოდები ცხოვრებაში, როგორც ყველას, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდით, რომ მივიდოდა თვითმკვლელობამდე.”
ერმისი მისი ნამდვილი სახელი არ იყო, როგორც GNTM-თან ინტერვიუში განაცხადა მისი ნათლობის სახელი ნიკოლაოსი იყო, თუმცა 17 წლის ასაკში გადაწყვიტა რომ სახელი ნიკოლაოსი ერმისით შეეცვალა.
რეალითი შოუს ჟიურის წევრებთან საუბრისას მან თქვა, რომ ის გამოცდილება და ცნობადობა, რომელსაც ტელევიზია მისცემდა, მნიშვნელოვანი იყო მისი სამოდელო კარიერისთვის.