ეტეოლოაკარნანიაში გაჩენილ ხანძარს აქტიური კერა აღარ აქვს
ეტეოლოაკარნანიაში გაჩენილ ხანძარს აქტიური კერა აღარ აქვს
ორშაბათს, 5 აგვისტოს, შუადღეს ეტეოლოაკარნანიას ტყეში გაჩენილ ხანძარს აქტიური კერა აღარ აქვს.
ხანძარი ადგილობრივ დასახლებასთან ახლოს მძვინვარებდა. მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად 112-სგან ადგილობრივმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება და გაიცა ბრძანება მოსახლეობის ევაკუაციასთან დაკავშირებით.
ხანძრის ჩასაქრობად 32 მეხანძრე 10 სახანძრო მანქანით მუშაობდა. ადგილზე იმყოფებოდა მოხალისეთა ჯგუფიც. სახმელეთო ძალებს დახმარებას უწევდნენ საჰაერო ძალებიც, ადგილზე მუშაობდა 3 წყალმფრქვევი და 1 ვერტმფრენი.
Facebook Comments Box