ეღიო: საზარელი შემთხვევა რომელიც მამის თვითმკვლელობას, შვილის ძალადობრივ საქციელსა და ორმაგ უსაფუძვლო დანაშაულს აერთიანებს
ეღიო: საზარელი შემთხვევა რომელიც მამის თვითმკვლელობას, შვილის ძალადობრივ საქციელსა და ორმაგ უსაფუძვლო დანაშაულს აერთიანებს
23 წლის ახალგაზრდას გამუდმებული ძალადობრივი საქციელის გამოვლინებამ დღეს 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ეღიოში. ახალგაზრდამ, რომელსაც ფსიქოლოგიური პრობლემები აწუხებს და არაერთხელ გაუვლია მკურნალობის კურსი ფსიქიატრიულ კლინიკებში, პარასკევს მისი 64 წლის ბიძა და ბიძის 44 წლის მეგობარი მოკლა.
მკვლელობის იარაღი რკინის მაგიდის ფეხები აღმოჩნდა, რომელიც ახალგაზრდამ წინასწარ გატეხა.
23 წლის ბიჭი ბიძამისის სახლში აფექტურ მდგომარეობაში შეიჭრა. არავინ იცის თუ რა მოხდა თავდამსხმელსა და მსხვერპლს შორის ამ საბედისწერო დღემდე.
მკვლელობის შემდეგ ახალგაზრდა თავად ჩაბარდა პოლიციას.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დამნაშავეს მძიმე ბავშვობა ჰქონდა. 8 წლის ასაკში მისმა მამამ თავი მოიკლა, რადგან ბრალი ედებოდა დიდი ოდენობით თანხის აზარტულ თამაშებში გაფლანგვისთვის. დედა კი იძულებული გახდა ორმაგი დატვირთვის ემუშავა და სახლიდან შორს. შესაბამისად 23 წლის ბიჭი მისმა ბებიამ და ბაბუამ გაზარდეს.