ვარდუსია: გარემო პირობები არ აძლევდათ მწვერვალზე ასვლის შესაძლებლობას
ვარდუსია: გარემო პირობები არ აძლევდათ მწვერვალზე ასვლის შესაძლებლობას
თოვლში ჩამარხული 4 მთამსვლელის ცხედრების ჩიხიდან ამოყვანის ოპერაცია შაბათს ღამით დასრულდა.
ერთ-ერთი გარდაცვლილი მთამსვლელის ღიორღოს დომალისის საუკეთესო მეგობარმა მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა: “მე არც კი მისაუბრია მათთან აღნიშნულ ლაშქრობაში წასვლაზე. ვერასდროს ავიდოდი მთაზე დღესასწაულების პერიოდში ჩემი სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე. დაგეგმილი მქონდა რომ 10 დღის შემდეგ დამელაშქრა ვარდუსია, ნათლისღების დღესასწაულზე. ვრცელდება ინფორმაცია რომ მათთან ერთად უნდა წავსულიყავი და ბოლო წუთს ვუთხარი უარი, თუმცა ეს ასე არ ყოფილა. ლაშქრობის დაწყების დღეს დავურეკე, რომ წარმატებები მესურვებინა თუმცა არ იჭერდა ტელეფონი. მეორედაც დავრეკე, თუმცა უშედეგოდ. შემდეგ ღიორღოს მეუღლემ დამირეკა და მითხრა რომ ისიც ვერ უკავშრდებოდა მას. როცა საღამოს 5 საათი მოვიდა ავღელდი. ამინდი არ იყო ისეთი, რომ მათთვის მწვერვალამდე მიღწევის შესაძლებლობა მიეცა. მანდ მივხვდი, რომ რაღაც ცუდი ხდებოდა. სწორედ მაშინ გადავწყვიტე შემეტყობინებინა პასუხისმგებელი ორგანოებისთვის და დაგვეწყო მათი ძებნა. არც ნისლი ყოფილა და არც ქარბუქი. მზიანი, სასიამოვნო ამინდი იყო. უბრალოდ გასულ დღეებში მწვერვალზე განსაკუთრებით დაბალი იყო ტემპერატურა და ფერდობები მოყინული იყო. შემდეგ მოთოვა, ახალი თოვლი კი ყოველთვის წარმოშობს მსგავს საშიშროებას. მე არ ავიდოდი მსგავს პირობებში მწვერვალზე. თუმცა როცა უკვე გზას ვადგავართ ადრენალინი გვიპყრობს და შიშის შეგრძნება ქრება.”
