ვარკიზა: პოლიციამ 8 არასრულწლოვანი დააკავა
ვარკიზა: პოლიციამ 8 არასრულწლოვანი დააკავა
კვირას ღამით ვარჯიზაში არასრულწლოვნებს შორის ატეხილი ჩხუბის შედეგად 4 მათგანი მძიმედ დაშავდა.
უფრო კონკრეტულად კი საღამოს 7 საათზე არასრულწლოვანთა 2 ჯგუფს შორის, რომელთა წევრებიც საბერძნეთიდან, ალბანეთიდან, ბულგარეთიდან და პაკისტანიდან იყვნენ, პოსიდონოსის გამზირზე სიტყვიერი შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა.
ჩხუბის მიზეზი, როგორც დადგინდა, გოგონაა.
4 დაშავებულიდან ორს ბასრი იარაღით აქვს მიყენებული ჭრილობები, ხოლო ორს კი მსუბუქი სხეულის დაზიანებები აღენიშნება.
დაკავებულების წინააღმდეგ საქმე სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებების მიყენებისა და უკანონოდ იარაღის ტარების მუხლით აღიძრა.
Facebook Comments Box
