Latest news
ორშაბათი, თებერვალი 16, 2026
საბერძნეთიმსოფლიო

ვენესუელაში შეჭრას არასასურველი შედეგები მოჰყვება –  აღნიშნავს მოსამართლეთა და პროკურორთა ასოციაცია

ვენესუელაში შეჭრას არასასურველი შედეგები მოჰყვება –  აღნიშნავს მოსამართლეთა და პროკურორთა ასოციაცია

მოსამართლეთა და პროკურორთა ასოციაციამ აშშ-სა და ვენესუელაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ აშშ-ის ინტერვენცია ვენესუელაში ამყარებს აღქმას, რომ ერთადერთი მოქმედი სამართალის ნორმა “ძლიერის სამართალია”, ყოველგვარი შექცევადი ხასიათის გარეშე, რაც არასასურველ შედეგებს გამოიწვევს როგორც საერთაშორისო, არამედ შიდასახელმწიფოებრივ დონეზეც. 

“მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ერები ერთმანეთს შეპირდნენ, რომ ძველ შეცდომებს აღარ გაიმეორებდნენ და კონფლიქტებს საერთაშორისო სამართლის რეგულაციების მიხედვით გადაჭრიდნენ. პატივს სცემდნენ გაეროსა და საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებს. სახელმწიფოთა თანასწორუფლებიანობა ისტორიული მომენტი იყო და საერთაშორისო საზოგადოების რეკონსტრუქციის პირველ პერიოდში კომპრომისების მიღწევა საერთაშორისო წესების პატივისცემით წარმოადგენდა ურთიერთპატივისცემის ნიშანსაც. 

თუმცა ეკონომიკური კონკურენციის ზრდამ ძლიერ სახელმწიფოებს შორის და გლობალურმა კრიზისმა ზემოთაღნიშნულ ქვეყნებს უბიძგა რადიკალური ზომების მიღებისკენ. ძლიერი სახელმწიფოები უკვე ცდილობენ ჰქონდეთ წვდომა ახალ ბაზრებზე და ისარგებლონ პატარა სახელმწიფოების რესურსებით. აღნიშნულმა კი გამოიწვია საერთაშორისო სამართლის ნორმების უგულებელყოფა და ძლიერის სამართლით ჩანაცვლება. აშშ-ის ინტერვენცია ვენესუელაში ამყარებს აღქმას, რომ ერთადერთი მოქმედი სამართალის ნორმა “ძლიერის სამართალია”, ყოველგვარი შექცევადი ხასიათის გარეშე, რაც არასასურველ შედეგებს გამოიწვევს როგორც საერთაშორისო, არამედ შიდასახელმწიფოებრივ დონეზეც. “ – აცხადებს ასოციაცია.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *