Latest news
2026 წლის ყველაზე ძლიერი პასპორტების სია უკვე გამოქვეყნდა სამუდამო პატიმრობა შეეფარდა 40 წლის კაცს, 13 წლის გოგონას არაერთგზის გაუპატიურებისთვის  ტაქსის მძღოლები გაფიცვას აგრძელებენ გამოძიება ვარაუდობს რომ 16 წლის ლორა პანეპისტიმიუპოლთან ახლოს არის საჯარო მოსმენაზე გამოტანილია ახალი კანონპროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს კოლექტიური ხელშეკრულებების გა... კარისტიანუ: პარტია ტემბის ტრაგედიას მანიპულაციის იარაღად არ აქცევს სიკინოსის მუნიციპალიტეტი 2026 წლიდან ყოველ ახალშობილზე 3 000 ევროს დახმარებას გასცემს კუნძული ნაქსოსი 2026 წლის მსოფლიოს საუკეთესო ტურისტული მიმართულებების სიაში მოხვდა სალონიკი: პაციენტმა ექიმს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ხელი ჰკრა 16 წლის ლორას ამ დრომდე ეძებენ
ხუთშაბათი, იანვარი 15, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ვერია: ავტომანქანამ 8 წლის ბიჭს ზედ გადაუარა

ვერია: ავტომანქანამ 8 წლის ბიჭს ზედ გადაუარა

შოკის მომგვრელია 8 წლის ბიჭის ამბავი ვერიადან, რომელსაც შაბათს შუადღეს ავტომანქანამ ზედ გადაუარა, მაგრამ მას 1 ნაკაწრიც კი არ აქვს ავტოსაგზაო შემთხვევიდან.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბიჭი ბებიას ხელიდან დაუსხლტა და ვენიზელუს ქუჩისკენ გაიქცა. როგორც ბებიამ, ასევე გამვლელებმაც სცადეს ბიჭუნას შეჩერება, თუმცა ვერ შეძლეს და გზაზე უეცრად გადამხტარს 47 წლის მძღოლი ჯერ დაეჯახა, შემდეგ კი ზედ გადაუარა.

გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშულ ქუჩაზე ავტომანქანები დაბალი სიჩქარით გადაადგილდებიან ბიჭს შეჯახების შედეგად მძიმედ არ დაშავდა. უფრო მეტიც, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ დადგინდა, რომ 8 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა არაჩვეულებრივია და 1 ნაკაწრიც კი არ აქვს სხეულზე.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *