ვინ არის იუთუბერი, ყოფილი მოდელი და მოძღვარი, რომელიც 2 კილო კოკაინის შენახვის გამო დააკავეს
ვინ არის იუთუბერი, ყოფილი მოდელი და მოძღვარი, რომელიც 2 კილო კოკაინის შენახვის გამო დააკავეს
დააკავეს დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრი, რომელიც სასულიერო პირებს ნარკოტიკების გადასატანად იყენებდა, 2 კილო კოკაინის შენახვა/გაყიდვის ბრალდებით.
დაკავებული 40 წლის კაცია, რომელიც რამდენიმე “პროფესიას” ერთად ითავსებს. არის იუთუბერი, ყოფილი მოდელი და დიაკვანი, რომელიც სასულიერო პირთათვის შეუფერებელი ქცევის გამო რამდენიმე წლის წინ ჩამოაქვეითეს.
პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად აღნიშნულ პირთან ერთად დანაშაულებრივი დაჯგუფება კიდევ 2 სასულიერო პირს იყენებდა ნარკოტიკული ნივთიერებების გადასატანად.
40 წლის კაცი პარასკევს დანაშაულის ადგილზე დააკავეს, როცა ჩაიბარა ჩემოდანი, რომელიც სავსე იყო კოკაინით. ჩემოდანი ბრალდებულამდე გემით მოხუცებულმა ქალმა მიიტანა, რომელიც დაარწმუნეს, რომ არაფერი საეჭვო არ ინახებოდა მასში.
