ვინ არის მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალი
ვინ არის მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალი
ფრანსუაზა ბეტანკურ-მაიერსი გახდა პირველი ქალი, რომელმაც 100 მილიარდი დოლარის ქონება დააგროვა. Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის მიხედვით, 2023 წლის 28 დეკემბრის მონაცემებით, მისი ქონება 100,1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
L’Oréal-ის დამფუძნებლის, ეჟენ შუელერის შვილიშვილი (თმის საღებავების გამომგონებელი) და კომპანიის საბჭოს წევრი 1997 წლიდან არის, ბეტანკურ-მაიერსის სახელი მილიარდერთა სიაში 2018 წელს, დედის, ლილიან ბეტანკურის გარდაცვალების შემდეგ მოხვდა.
დღესდღეობით L’Oreal მეორე კომპანიაა საფრანგეთში თავისი მასშტაბით. იგი მხოლოდ ნავთობის გიგანტს Total Fina Elf-ს ჩამორჩება.
ბეტანკურ-მეიერსი არასოდეს ახდენს პირადი და სოციალური ცხოვრების აფიშირებას, არ ესწრება ელიტარულ წვეულებებს, რომლებიც მდიდრებისთვის იმართება, არამედ დროის გატარებას წიგნებთან და საყვარელ ფორტეპიანოსთან ამჯობინებს, რომელსაც ტრადიციულად, დღეში რამდენიმე საათს უთმობს.