ვინ არის ნიკოს რომანოსი, რომელიც ამბელოკიპზე აფეთქების გამოწვევის ბრალდებით დააკავეს
ვინ არის ნიკოს რომანოსი, რომელიც ამბელოკიპზე აფეთქების გამოწვევის ბრალდებით დააკავეს
პროკურორის წინაშე წარდგება დღეს 31 წლის ნიკოს რომანოსი, რომელიც ორშაბათს, 18 ნოემბერს დააკავა პოლიციამ აკრადიას ქუჩაზე მდებარე ბინის აფეთქების ბრალდებით, რის შედეგადაც გარდაიცვალა 1 ადამიანი და მეორე კი მძიმედ დაშავდა.
დაკავებული ცნობილია მისი ანტი-ავტორიტარული ქმედებებით. მისი დაკავება არკადიას ქუჩაზე მდებარე ბინაში დატოვებულ პოლიეთილენის პარკზე აღმოჩენილი ანაბეჭდების შემდეგ მოხდა, რომელშიც იარაღი და მობილური ტელეფონი იდო.
სანდო წყაროებზე დაყრდნობით ჯერ-ჯერობით რთულია უშუალო კავშირი დადგინდეს დაკავებულსა და ბინაში აფეთქების დროს მყოფ პირებს შორის. თუ რატომ აღმოჩნდა პოლიეთილენის პარკში არსებულ ტელეფონზე ნიკოს რომანოსის ანაბეჭდები ამის დასადგენად ამ დრომდე მიმდინარეობს გამოძიება.