ვიოტიაში ნაპოვნ მანქანაში დამწვარი ადამიანის ცხედარი იპოვეს
ვიოტიაში ნაპოვნ მანქანაში დამწვარი ადამიანის ცხედარი იპოვეს
ამ დრომდე უცნობი რჩება ადამიანის ვინაობა, რომლის ცხედარიც ვიოტიაში, კერძოდ სკურტაში პარასკევს, 7 ნოემბერს საღამოს დამწვარ მანქანაში იპოვეს.
protothema.gr-ის მიერ გავრცელებული ფოტოსურათიდან ჩანს, რომ დამწვარი ავტომანქანა მიტოვებულ ადგილას, მიწის ნაკვეთზე იპოვეს, სადაც მხოლოდ შემოვლითი გზით არის მისვლა შესაძლებელი.
გამოძიება ვარაუდობს, რომ ცხედარი ალბანეთის მოქალაქეს ეკუთვნის, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კაცი ვილიადან სკურტაში ავტომანქანით წავიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა.
გრძელდება გამოძიება რათა დადგინდეს ნამდვილად ეკუთვნის თუ არა დამწვარი ცხედარი გაუჩინარებულ კაცს.
Facebook Comments Box
