ვიოტია: 27 წლის ბიჭის სასტიკ მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიება ვარაუდებს ავრცელებს – ახალგაზრდას მისი შეყვარებულის ყოფილი პარტნიორი ემუქრებოდა
ვიოტია: 27 წლის ბიჭის სასტიკ მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიება ვარაუდებს ავრცელებს – ახალგაზრდას მისი შეყვარებულის ყოფილი პარტნიორი ემუქრებოდა
გამოძიება 27 წლის ალბანეთის მოქალაქის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებული სისხლიანი ფაზლის აწყობას ცდილობს. ახალგაზრდა მშენებლის დამწვარი ცხედარი სკურტაში მიტოვებული მანქანის უკანა სავარძელზე მიბმული იპოვეს.
ამ დრომდე უცნობია გამოძიებისთვის სასტიკი მკვლელობის მიზეზი. გამოძიება ვარაუდობს, რომ მკვლელობა ეჭვიანობის გამო მოხდა. გარდაცვლილს კრიმინალური ისტორია არ აქვს, თუმცა მისი შეყვარებულის ყოფილი პარტნიორი მას არაერთხელ დაემუქრა მოკვლით.
დღეს გამომძიებელი გარდაცვლილის ნათესავებს დაკითხავს, რათა მიიღოს ინფორმაცია, რომელიც საქმის გახსნაში დაეხამრება.
შეგახსენებთ, რომ 27 წლის ბიჭს ჯერ ესროლეს, შემდეგ კი მანქანის უკანა სავარძელზე მიაბეს და მანქანას ცეცხლი წაუკიდეს.
ცხედრის ვინაობის დადგენა დეენემის ტესტის ჩატარების შემდეგ გახდა შესაძლებელი.
ავტომანქანა, რომელშიც დამწვარი ცხედარი იპოვეს გლიფადადან იყო მოპარული და გაყალბებული საგზაო ნიშნებით გადაადგილდებოდა.
