ვირონა: პოლიცია თავდამსხმელებს, რომლებმაც 43 წლის კაცს ესროლეს, ამ დრომდე ეძებს
ვირონა: პოლიცია თავდამსხმელებს, რომლებმაც 43 წლის კაცს ესროლეს, ამ დრომდე ეძებს
სამშაბათს ღამით კესარიას ქუჩაზე მდებარე კაფე-ბარში ატეხილი სროლის შედეგად 43 წლის კაცი დაშავდა.
პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ორმა გამოძიებისთვის ამ დრომდე უცნობმა პირმა 43 წლის ტაქსის მძღოლს, რომელიც კაფე-ბარის შესასვლელში იდგა, ცეცხლსასროლი იარაღით ორჯერ ესროლა და ადგილიდან მიიმალნენ.
დაჭრილი მძღოლი, რომელსაც ბარძაყის არეში აქვს ჭრილობა მიყენებული, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დამნაშავეებს პოლიცია ამ დრომდე ეძებს.
Facebook Comments Box