ვირონა: სახანძრო სამსახურმა შეძლო საცხობში გაჩენილი ხანძრის დამორჩილება
ვირონა: სახანძრო სამსახურმა შეძლო საცხობში გაჩენილი ხანძრის დამორჩილება
ოთხშაბათს დილით, ვირონაში, კერძოდ პანაღი ცალდარის ქუჩაზე მდებარე საცხობში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად 6 მეხანძრე 2 სახანძრო მანქანით მუშაობდა.
სახანძრო სამსახურის მყისიერი რეაგირების შედეგად მალევე მოხდა ხანძრის დამორჩილება და ცეცხლი დიდ ტერიტორიას არ მოსდებია. შესაბამისად ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია თუმცა მატერიალური ზიანი მიადგა შენობას.
მიმდინარეობს გამოძიება ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად.
Facebook Comments Box