ვისთვის არის რეკომენდირებული სეზონური გრიპის წინააღმდეგ ვაქცინაცია
ვისთვის არის რეკომენდირებული სეზონური გრიპის წინააღმდეგ ვაქცინაცია
ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა წლევანდელი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებული რეკომენდაციები, სადაც ხაზგასმულია 2025-2026 წლების პერიოდისთვის დროული ვაქცინაციის მნიშვნელობა, განსაკუთრებით კი მაღალი რისკის ჯგუფებს მიკუთვნებული პირებისთვის.
“დროული ვაქცინაცია ეფექტურად იცავს გაციების მძიმე სიმპტომების გამოხატვისგან, ან თუნდაც სიკვდილიანობის დადგომისგან, განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებს მიკუთვნებული ადამიანებს.”
ეროვნული ვაქცინაციის პროგრამის მიხედვით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია განსაკუთრებით რეკომენდირებულია 60 წელს ზემოთ მყოფი ასაკის პირებისთვის, 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, 5 წელზე მეტი ბავშვებისა და ქრონიკული დაავადებების მატარებელი ზრდასრულებისთვის, ორსულებისთვისა და ლაქტაციის პერიოდში მყოფი დედებისთვის.
აცრა ასევე რეკომენდირებულია ადამიანებისთვის, ვინც დახურულ სივრცესა და ჯანდაცვის სფეროში მუშაობენ.
