Latest news
ახალი გაფრთხილება ძლიერი წვიმების გამო - ქალაქის დატბორვის საფრთხე ნეა მაკრი: მოსწავლეებმა მოხუცებულის სიცოცხლე გადაარჩინეს ვინ არის ქალი, რომლის სიცოცხლეც ძლიერი წვიმის შედეგად წამოსულმა ნიაღვარმა იმსხვერპლა საგანგებო განრიგით იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრების უსაფრთხო გადაადგილების მიზნით ანო გლიფადა: ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ მეზობლები ცდილობდნენ 56 წლის ქალის გადარჩენას, რომელ... გლიფადას მერი: ჩვენ აქამდე არასდროს გვქონია მსგავსი გამოცდილება  ცენტრალურ მაკედონიაში ავტომანქანები მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით გადაადგილდებიან ძლიერი წვიმის შედეგად წამოსულმა ნიაღვარმა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა უამინდობის ფენომენი: სატრანსპორტო სამინისტრო განცხადებას აქვეყნებს კრეტა: ძლიერმა ქარმა კუნძულზე სათბურები მიწასთან გაასწორა
ხუთშაბათი, იანვარი 22, 2026
საბერძნეთი

ვოლოსი: არასრულწლოვანთა ბანდა თავს დაესხა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდს, გააშიშვლეს და ძალადობის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში განათავსეს

ვოლოსში ოთხი არასრულწლოვანი ბიჭისგან შემდგარი მოძალადეთა ბანდა თავს დაესხა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მათსავე თანატოლს, დამცირების მიზნით გააშიშვლეს და სცემეს, ხოლო ფაქტი მობილური ტელეფონით გადაიღეს,  აღნიშნული ვიდეო კი სოციალურ ქსელში ატვირთეს.

მათ მსხვერპლი ვოლოსის უკაცრიელ რაიონში, ავტომანქანით მიიყვანეს, სადაც განახორციელეს აღნიშნული სასტიკი და ავადმყოფური ქმედება. ამავე დროს მათ შენიღბვის მიზნით მანქანაზე დამაგრებული ჰქონდათ პოლიციის შუქურა, რათა ფაქტი წარმოეჩინათ თითქოს  პოლიციის მიერ მორიგი სამსახურეობრივი ოპერაცია ტარდებოდა.

მომხდარიდან ერთი დღის შემდეგ პოლიციამ მათ კვალს მიაგნო. დაკავებისას ისინი აგრესიული გამოვლინებებით წინააღმდეგობას უწევდნენ, სცემდნენ და უშვერი ფრაზებით მიმართავდნენ სამართალდამცავებს და ცდილობდნენ გაქცეულიყვნენ.

ოთხივე ბრალდებული არასრულწლოვანთა სასამართლოს წინაშე წარსდგნენ  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდის გატაცების,  უნებართვო ვიდეო გადაღებისა და გავრცელების და ასევე პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობის  ბრალდებით.

დაკავებულთაგან  ორი, რომელთაც უკვე მიაღწიეს სრულწლოვანებას, სასამართლომ დამნაშავედ სცნო და სამი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, რომელსაც  არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდიან. დანარჩენი ორი დაკავებულის მიმართ კი სასამართლომ თავი შეიკავა საქმის განხილვისგან სრულწლოვანებამდე.  მანამდე  ისინი აყვანილი იქნებიან საგანგებო ზედამხედველობის ქვეშ, შეუერთდებიან სპეციალურ თერაპიულ პროგრამას და დაასრულებენ სწავლას საშუალო სკოლაში.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *