ვოლოსი: კაცი ყოფილ მეუღლეზე თავდასხმის შემდეგ პოლიციელებს გაუსწორდა ფიზიკურად
ვოლოსი: კაცი ყოფილ მეუღლეზე თავდასხმის შემდეგ პოლიციელებს გაუსწორდა ფიზიკურად
პროკურორთა დაკითხვაზე გადაიყვანენ კაცს, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა ყოფილ მეუღლეს, ხოლო როდესაც პოლიცია მის დასაკავებლად მივიდა შემთხვევის ადგილზე მათაც დაესხა თავს. დაშავებული ქალის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო, თუმცა პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ ის მალევე გამოწერეს.
პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ძალადობის შემთხვევა გუშინ დაფიქსირდა. დაკავებულსა და დაშავებულს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ, რომელიც ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა. კაცი ყოფილ მეუღლეს თავს სამუშაო სივრცეში დაესხა მათი ერთ-ერთი თანამშრომელის თვალწინ.
ბოროტმოქმედმა ქალი გარეთ გაათრია, რის შედეგადაც დაშავებულს სხეულზე სისხლჩაქცევები და სილურჯეები აღენიშნება. ძალადობის მსხვერპლი გამვლელმა გადაარჩინა.