ვოლოსი: 25 წლის ახალგაზრდამ მანქანით დაარტყა დედას, რადგან ის სახლიდან არ უშვებდა
გავრცელდა ინფორმაცია ოჯახური ძალადობის შესახებ ვოლოსში. კერძოდ, სამშაბათს ნაშუადღევს, 25 წლის მამაკაცმა ავტომანქანის უკუსვლით დაარტყა და სხეულის დაზიანება მიაყენა საკუთარ დედას, როდესაც ის მანქანის უკანა მხარეს იმყოფებოდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეს იყო არა უბედური შემთხვევა, არამედ მიზანმიმართული ქმედება შურისძიების მიზნით, იმის გამო, რომ 25 წლის ახალგაზრდას დედა სახლიდან არ უშვებდა.
დარტყმის შემდეგ საავადმყოფოში მისულ დაშავებულ ქალს შესაბამისი გამოკვლევების ჩატარებისას სხეულის მსუბუქი დაზიანება დაუდგინდა, როგორც აღმოჩნდა მანქანით მიყენებული დარტყმა არც თუ ისე ძლიერი იყო.
დედამ 25 წლის შვილის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, რის შემდეგაც ახალგაზრდა დააკავეს და მის წინააღმდეგ საქმე ოჯახური ძალადობის და სხეულის განზრახ დაზიანების ფაქტზე აღიძრა, თუმცა სასამართლო პროცესი გადაიდო, რადგან დედა სასამართლოში არ გამოცხადდა.