ვოლოს: ნეა იონიაში ატეხილი ჩხუბის შედეგად 18 წლის ბიჭი მძიმედ დაშავდა
ვოლოს: ნეა იონიაში ატეხილი ჩხუბის შედეგად 18 წლის ბიჭი მძიმედ დაშავდა
დღეს გამთენიისას ნეა იონიაში ატეხილი ჩხუბის შედეგად 18 წლის ბიჭი მძიმედ დაშავდა.
ახალგაზრდამ ჩხუბის თავიდან არიდების მიზნით უკან დაიხია და გაქცევის მცდელობისას ჯებირზე გადახტა, სადიანაც ბეტონის რკინას დაეცა. დაცემის შედეგად ბეტონის რკინამ ახალგაზრდას ფეხში გაიარა.
18 წლის ბიჭმა დასახმარებლად ყვირილი დაიწყო და სწორედ ყვირილის ხმაზე გამოვიდნენ მეზობლები გარეთ და დაინახეს ახალგაზრდა სისხლის გუბეში.
ტელემაუწყებელი ΕΡΤ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 18 წლის ბიჭმა თავის გადასარჩენად გაქცევა გადაწყვიტა, რადგან თავდამსხმელებს მარტო ვერ გაუმკლავდებოდა.
დაშავებულის საავადმყოფოში გადასაყვანად საჭირო გახდა ბეტობის რკინის გადაწრა.
ექიმები აცხადებენ რომ პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
