ვორიზია: ექსპერტიზამ 56 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი დაადგინა
ვორიზია: ექსპერტიზამ 56 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი დაადგინა
ვოროზიაში მომხდარი 2 ოჯახის სისხლიანი შეტაკების საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები ვრცელდება.
სოფელში ატეხილმა სროლამ 2 პირის სიცოცხლე იმსხვერპლა. გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი 56 წლის ქალია, რომლის ცხედარსაც ჩაუტარდა ექსპერტიზა. ექსპერტიზის შედეგად კი დადგინდა, რომ ქალის სიცოცხლე არა გულის შეტევამ, არამედ ტყვიამ იმსხვერპლა.
ქალს ტყვია მკერდის მარჯვენა ნაწილში მოხვდა, რომელმაც ფილტვებში გაიარა და ხერხემლამდე მიაღწია.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გარდაცვლილებს გამოძების დასრულებამდე არ დაკრძალავენ.
Facebook Comments Box
