ვორიზია: ტყვიების წვიმა მოდიოდა, დამალვასაც ვერ ასწრებდი, ომი უნდოდათ – აცხადებს ფრაგიადაკის ოჯახის ნათესავი
ვორიზია: ტყვიების წვიმა მოდიოდა, დამალვასაც ვერ ასწრებდი, ომი უნდოდათ – აცხადებს ფრაგიადაკის ოჯახის ნათესავი
“ომი უნდოდათ” – განაცხადა protothema.gr-თან საუბრისას ფრაგიადაკის ოჯახის წევრმა, გარდაცვლილი ქალის ნათესავმა, რომლის სიცოცხლეც სისხლიანმა შეტაკებამ იმსხვერპლა.
“უეცრად მოვლენების ეპიცენტრში აღმოვჩნდი. იქ ვიყავი, ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე. შეუჩერებლად ისროდნენ, ტყვიების წვიმა მოდიოდა. ათასობით ტყვიას ვერსად დაემალებოდი. ომი უნდოდათ. ყველაფერი ერთი სახლის გამო დაიწყო. ჩვენ არავინ გამოგვიწვევია. საზარელი სანახაობის შემსწრე გავხდი, ალბათ ვერასდროს დავივიწყებ მომხდარს. პირველად გამოვედი დღეს სახლის ეზოში და ახლაც კი მაკანკალებს.” – აცხადებს ოჯახის ნათესავი.
Facebook Comments Box
