Latest news
ბერძნული ფეხბურთის გენერალი მიმის დომაზოსი გარდაიცვალა იოანინა: ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 20 წლის მოტოციკლეტისტი მძიმედ დაშავდა ევია: ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა გლიფადაში ბავშვის გატაცება სცადეს პოლიციამ დააკავა 17 წლის ბიჭი, რომელიც დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან ერთად მოხუცებულებს ძარცვავდა სალონიკი: ახალგაზრდების სახიფათო თამაშები - სოც.მედიაში შემაშფოთებელი ვიდეოკადრები ვრცელდება კადრები ტაქსისტების საპროტესტო მსვლელობიდან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 55 წლის ფეხითმოსიარულე მძიმედ დაშავდა ტაქსის მძღოლების გაფიცვა 15:00 საათამდე გასტანს ფლორინა: 14 წლის ბიჭს ბრალი 7 წლის ბიძაშვილის გაუპატიურებაში ედება
პარასკევი, იანვარი 24, 2025
კრიმინალისაბერძნეთი

ვრავრონაში ნაპოვნი გარდაცვლილი ჩვილის მამა არ აღმოჩნდა 25 წლის ბიჭი, რომელიც ჩვილის დედასთან ერთად დააკავეს

ვრავრონაში ნაპოვნი გარდაცვლილი ჩვილის მამა არ აღმოჩნდა 25 წლის ბიჭი, რომელიც ჩვილის დედასთან ერთად დააკავეს

2024 წლის მარტის თვეში ვრავრონაში, ნაგვის ყუთში ჩვილის ცხედარი იპოვეს, რომლის მკვლელობის ბრალდებითაც მისი მშობლები დააკავეს. თუმცა თითქმის 8 თვიანი საგამოძიებო სამუშაოების შედეგად დადგინდა, რომ 25 წლის ბიჭი, რომელსაც სჯეროდა, რომ ჩვილი მისი შვილი იყო დნმ-ის ტესტის ჩატარების შემდეგ ბავშვის მამა არ აღმოჩნდა.

გამომდინარე აქედან ათენის სისხლის სამართლის სასამართლოს განკარგულებით 25 წლის ბიჭი ნეპალიდან გაათავისუფლეს ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.

პატიმრობაში რჩება ჩვილის დედა, რომელსაც სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა 25 წლის ბიჭთან. 

სასამართლო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ჩვილი ცოცხალი დაიბადა და 25 წლის დაკავებული არ იყო მისი მამა. 25 წლის ბიჭი დარწმუნებული იყო, რომ გარდაცვლილი ჩვილი მისი შვილი იყო. დაკავებისას 25 წლის ბიჭმა განაცხადა, რომ არ იცოდა ნაგვის პარკში ჩვილის ცხედარი თუ იდო. 

დაკავებულების ადვოკატმა დიმიტრის ზორბასმა სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის გაცნობის შემდეგ განაცხადა, რომ თუ დედას მიუძღვის ბრალი ჩვილის გარდაცვალებაში ის შეწყვეტს მის დაცვას.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *