ვრილისია: შეიარაღებული ძარცვა ბენზინგასამართ სადგურზე
ვრილისია: შეიარაღებული ძარცვა ბენზინგასამართ სადგურზე
ორშაბათს, 25 ნოემბერს, შუაღამისას შეიარაღებული ძარცვა განახორციელეს ვრილისიაში მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე.
როგორც protothema.gr-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ვხედავთ მძარცველი ბენზინგასამართი სადგურის მაღაზიაში იარაღით შევარდა, მოლარეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და სალაროს დაცლა დაიწყო.
მძარცველმა მაღაზიაში 1 წუთიც კი არ დაჰყო.
მიმდინარეობს გამოძიება მძარცველის ვინაობის დასადგენად.
Facebook Comments Box