ვრცელდება ტრაგიკული შემთხვევის დეტალები, რომელმაც 19 წლის რაფაელის სიცოცხლე იმსხვერპლა
ვრცელდება ტრაგიკული შემთხვევის დეტალები, რომელმაც 19 წლის რაფაელის სიცოცხლე იმსხვერპლა
მწუხრმა მოიცვა სოფელი ტიბაკის მოსახლეობა 19 წლის რაფაელის გარდაცვალების ამბავის გავრცელების შემდეგ, რომლის სიცოცხლეს საწვრთნელ ბაზაზე ოთხშაბათს, 26 ნოემბერს დილით ხელყუმბარის აფეთქებამ იმსხვერპლა.
უბედური შემთხვევა ეროვნული რეზერვის მე-6 სპეციალურ ბატალიონში ყუმბარის სროლის სასწავლო წვრთნების დროს მოხდა.
“წვრთნების მეორე დღეს გადიოდა. ორშაბათს გამოვცხადდით პირველად, გუშინ მე წამოვედი და მარტო დავტოვე. პარასკევს უნდა ჰქონოდა დასვენების დღე. იმის შემდეგ რაც მოხდა ვერავინ დაგვეხმარება. მე ჩემი შვილი დავკარგე. ახლა მხოლოდ ღმერთი თუ შეძლებს ჩემს დახმარებას. ახლა რაც მადარდებს არის ის რომ ჩემი შვილის ცხედარი მაინც მომისვენონ სახლში.” – განაცხადა გარდაცვლილის მამამ.
რაფაელის ოჯახი აცხადებს რომ ბიჭი მოუთმენლად ელოდებოდა წვრთების დაწყებას.
19 წლის ბიჭს ხელყუმბარა იარაღაის არასწორად გამოყენების შედეგად აუფეთქდა ხელში.
შეგახსენებთ, რომ მოულოდნელი აფეთქების შედეგად მძიმედ დაშავდა 39 წლის სერჟანტიც, რომელსაც იდაყვის ამპუტაცია დასჭირდა და ტანისა და კიდურების არეში მოტეხილობები აღენიშნება.
