ვულაში მოხუც ქალს ორი მოტოციკლეტი დაეჯახა
ვულაში მოხუც ქალს ორი მოტოციკლეტი დაეჯახა
ვულაში მომხდარი უბედური შემთხვევის დეტალებს, რომელმაც მოხუცებული ქალბატონის სიცოცხლე იმსხვერპლა, ნელ-ნელა ეფინება ნათელი.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 72 წლის ქალბატონს ჯერ ერთი მოტოციკლი დაეჯახა. მან დაშავებულს გადაუარა და ადგილიდან გაუჩერებლად მიიმალა. მეორე მოტოციკლი კი უკვე წაქცეულ ქალს ისევ დაეჯახა და ზუსტად ამ დაჯახებამ გამოიწვია 72 წლის ქალის სიკვდილი.
სამართალდამცავი ორგანოები ამ დრომდე ეძებენ პირველი მოტოციკლის მძღოლს, ხოლო მეორე მოტოციკლის მძღოლი მძიმედ არის დაშავებული და საავადმყოფოში გადის მკურნალობას.
Facebook Comments Box